Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება გუნდების რეგისტრაცია კლიენტთა კონსულტირების ყოველწლიური შეჯიბრის ეროვნულ რაუნდებში მონაწილეობის მისაღებად

გაცნობებთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს გუნდების რეგისტრაციას კლიენტთა კონსულტირების ყოველწლიური შეჯიბრის ეროვნულ რაუნდებში მონაწილეობის მისაღებად.

 

ერთი უნივერსიტეტიდან შეიძლება წარმოდგენილ იქნეს არაუმეტეს 2 გუნდი. თითოეული გუნდი შედგება 2 ძირითადი და 1 სათადარიგო მონაწილისგან. შესაბამისად, აღნიშნულ პროექტში, თსუ-ს გუნდების მონაწილეობის მიზნით ცხადდება გუნდების შერჩევა.

 


გუნდის წევრები უნდა იყვნენ სამართლის სკოლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას. შეჯიბრში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები ან გადიან ადაპტაციის პროგრამას, ასევე იმ პირებს, რომლებიც ეწევიან იურიდიულ პრაქტიკას და ამ პრაქტიკის ერთ-ერთი კომპონენტი კლიენტთან კონსულტირებაა.

 


დეტალური ინფორმაციისთვის იხ. https://freeuni.edu.ge/ge/node/3150

წარმოსადგენი დოკუმენტები: გუნდის მონაწილეთა CV

 


განაცხადები მიიღება 2 თებერვლის ჩათვლით.
განაცხადი უნდა გაიგზავნოს მეილზე: irakli.leonidze@tsu.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ: „შეჯიბრი“

 


გასაუბრება ჩატარდება 3 თებერვალს 11 საათზე მეორე კორპუსის 204-ე აუდიტორიაში

 


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს - 577 47 55 15